ახალი ამბები

ჭელას მცხოვრების გადაღებულ ვიდეოში, მინარეთის დემონტაჟისას, სროლის ხმა ისმის (ვიდეო)

28 აგვისტო, 2013 •
ჭელას მცხოვრების გადაღებულ ვიდეოში, მინარეთის დემონტაჟისას, სროლის ხმა ისმის (ვიდეო)

 ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მოსახლეობის ინფორმაციით, 26 აგვისტოს მეჩეთიდან მინარეთის დემონტაჟის პარალელურად ადგილობრივ მუსლიმების დაკავების პროცესში სამართალდამცველებმა ჰაერში რამდენჯერმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.  ვიდეომასალაზე სწორედ ეს  და მინარეთის დემონტაჟია ასახული. 

 

პოლიციის შესახებ კანონის მე-13 მუხლი არეგულირებს სამართალდამცველების მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საკითხს. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

 

სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთისთვის მინარეთის დემონტაჟი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გააპროტესტეს, რის გამოც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 19 ადამიანი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში წაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 10 ადამიანი მოწმის სტატუსით დაკითხეს, 6 პირს 400-400 ლარიანი ჯარიმები დაუწესეს, ხოლო 3 მოქალაქეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით სასამართლოს წინაშე წარდგომას ელიან. საპროტესტო აქცია სამხარეო სამმართველოს შენობის წინ დაშლილია. 

 

მეჩეთი სოფელ ჭელში/ნეტგაზეთის ფოტო
მეჩეთი სოფელ ჭელში/ნეტგაზეთის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი