ახალი ამბები

ხადური: მინარეთთან დაკავშირებით კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ

9 სექტემბერი, 2013 • • 1329
ხადური: მინარეთთან დაკავშირებით კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ

კითხვაზე, დაიწყო თუ არა აღნიშნული საკითხის შესწავლა და დადგა თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ნოდარ ხადური ასე პასუხობს: 

 

“მინარეთან დაკავშირებით ყველამ უნდა ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად. როცა გვექნება ინფორმაცია შეგატყობინებთ და გადმოგცემთ.”

 

“ნეტგაზეთმა” შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს მიმართა კითხვებით, როდის დაეჭვდა უწყება, რომ მინარეთის განბაჟების პროცესში, შესაძლოა, რაიმე სახის დარღვევა ყოფილიყო, რადგან მინარეთი საქართველოში ორი თვის წინ შემოიტანეს, თუმცა მისი დემონტაჟი 26 აგვისტოს განხორციელდა, და მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის ღონისძიებები საბაჟოს იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომელთაც მინარეთის სხვა კოდით ქვეყანაში შემოტანა დაუშვეს.

 

უწყებაში “ნეტგაზეთის” კითხვებს ამ დრომდე არ უპასუხეს. 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მინარეთის დემონტაჟი შემოწმების მიზნით მოხდა, რადგან მისი განბაჟებისას შეცდომა იყო დაშვებული.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი