აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან ტრანსპარანტები მიიტანეს წარწერებით: “ტერორი ტერორით მთავრდება” ,”ყველამ თავის ბაჟს მიხედოს”, “განაბაჟე შენი წილი მინარეთი”.

აქცია სოციალურ ქსელ facebook-ზე დაიგეგმა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, ვისი უფლებებიც გუშინ, ადიგენში მომხდარი ინციდენტის დროს დაირღვა. 

 

აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან
აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან

“ჩვენ შევიკრიბეთ, რათა სოლიდარობა გამოვუცხადდოთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობას. გამოვხატოთ პროტესტი სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებული რელიგიის მქონე პირების უფლეების დარღვევასთან დაკავშირებით. ამ ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა. უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები. ჩვენ მოვითხოვთ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ძალადობრივ ქმედებებში”– აცხადებს აქციის ერთ- ერთი მონაწილე ეკა ექიზაშვილი რომელიც კანცელარიასთან სიმბოლურად თავშლით მოვიდა.

აქციაზე ასევე იმყოფება “თავისუფლებისა და დემოკარტიის განვითარების ინსტიტუტის” წარმომადგენელი თეა თუთბერიძე.

მისი თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაქცია იყო არაადეკვატური: “მე მინდა მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი თანამემამულეების მიმართ, რომელთა უფლებებსაც სახელმწიფო არღვევს. სახელმწიფოს განმარტება ამ საკითხზე იყო არასერიოზული. ასევე, იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელსაც, როოგრც მინიმუმ, კონსტიტუცია უნდა ჰქონდეს წაკითხული და იცოდეს, რა უფლებები ენიჭებათ ადამინებს”– განაცხადა თეა თუთბერიძემ.  

აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან
აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *