აღნიშნული განცხადების გავრცელებისას ომბუდსმენის ოფისი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და აცხადებს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები დღეს ახალციხეში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მოინახულეს დაკავებული პირები. საბოლოო შეფასებას საქართველოს სახალხო დამცველი საქმის შესწავლის შემდეგ დადებს. 

 

“რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია არ დაარღვიოს ამა თუ იმ პირის რელიგიური თავისუფლება და ამასთან, მიიღოს ზომები მსგავსი დარღვევების აღსაკვეთად და ამ უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით (http://sknews.ge/index.php?newsid=2093 ), სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რაც, ვფიქრობთ, დაუშვებელია და შესაბამისი უწყებების მხრიდან დროულად შესწავლას და სათანადო რეაგირებას საჭიროებს,”-ნათქვამია განცხადებაში. 

 

სახალხო დაცველი მოელის, რომ სამართალწარმოება მიუკერძოებლად და სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული დაცვით განხორციელდება. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *