“პოლიციამ სცემა და დააკავა სოფელი ჭელის მაცხოვრებლები, რომლებიც ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ მინარეთის დემონტაჟისათვის. საქართველოს მოქალაქეები აღშფოთებას გამოვთქვამთ მომხდარი ფაქტის გამო და მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება შსს სპეცნაზის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებაზე. ასევე, მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნით, გამოარკვიოს მინარეთის დაშლის ბრძანების მართებულობა. აქამდე გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მინარეთის მშენებლობა საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი სამშენებლო მასალით მიმდიბარეობდა, არის აბსურდული
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, როგრიცაა მინარეთის დემონტაჟი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეათანხმოს მოსახლეობასთან და უნდა გაითვალსიწინოს ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის საჭიროება მათი აღმსარებლობის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიების გათვალსიწინებით. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭელაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ეფექტური დაცვა”, – ნათქვამია სოციალურ ქსელ facebook-ზე განთავსებულ განცხადებაში. აქცია სახლმწიფო კანცელარიასთან, ინგოროყვას 7 ნომერში, 19:00 – 20:00 საათზეა დაგეგმილი.
