ახალი ამბები

ადგილობრივები: მეჩეთში შესვლა გვინდოდა და აგრესიით დაგვიპირისპირდნენ

26 აგვისტო, 2013 • 1830
ადგილობრივები: მეჩეთში შესვლა გვინდოდა და აგრესიით დაგვიპირისპირდნენ

“მივედით სალოცავთან, გზა იყო გადაკეტილი და მინარეთს ხსნიდნენ, ვიკითხეთ- რატომ, რისი გულისთვის, რატომ ხსნიან მინარეთს, ან საბუთი გვაჩვენეთ ან რაიმე. არავითარი პასუხი არ იყო. როდესაც მივედით, რომ მეჩეთში შესვლა გვინდოდა სალოცავად, მათგან წამოვიდა აგრესია. ავტომატის გასროლაც იყო, ჰაერში ისროდნენ, მე პირადად გავიგონე, იქ ვიმყოფებოდი. ამის მერე, ვინც იყო იქ, ერთი 15 პიროვნება სცემეს უმოწყალოდ, თავში ურტყამდნენ კონდახებს, რამოდენიმე კაცმა გონი დაკარგა, ჩატენეს პოლიციის “პიკაპებში” და წაიყვანეს ახალციხეში. ეს 15 ადამიანი ცდილობდა იმის გარკვევას, რატომ შლიდნენ მინარეთს. არავითარი მშვიდობიანი პასუხი მათგან არ იყო, მხოლოდ და მხოლოდ მოდიოდა აგრესია. მინარეთის დანგრევის შესახებ ჩვენ დღეს გავიგეთ, როცა პიკაპები მოვიდა და მოსახლეობამ იკითხა, რა ხდებოდა”, – აცხადებს ინციდენტის ერთ–ერთი შემსწრე, ავთანდილ გიბაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ადიგენის მცხოვრების ნოდარ ბერიძის განცხადებით, ინციდენტი დაახლოებით 12:00 – 13:00 საათზე მოხდა:

“მშვიდობიანი მოსახლეობა მივედით სალოცავზე, არავის არაფერს არ ვუშავებდით, შევდიოდით და ვლოცულობდით ჩვენ, მუსლიმი ქართველი ხალხი. დღის თორმეტი–პირველი საათი იქნებოდა, როცა მოვიდნენ, დაშალეს მინარეთი. როცა მივიდა ხალხი და ჰკითხეს  რატომ შლითო  სპეცრაზმით დაგვიპირისპირდნენ, მოვიდნენ, 30 “პიკაპი” იქნებოდა მოსული და ხალხი დააკავეს. ახლა აქ ვართ და ველოდებით ხალხის გამოშვებას. მუსლიმი ქართველი ხალხი მოდის და აქაც მეორე აფხაზეთი და სამაჩაბლო იქნება, მეტი არაფერი არ მოყვება ამ ამბავს, მე ასე მგონია. დაკავებულების გათავისუფლებას ვითხოვთ. ამბობენ, პოლიციას ჩაარტყესო, კაცს ურტყამდნენ, კლავდნენ, დაახიეს ტანსაცმელი და თვითონაც დაარტყამდა, აბა, რას იზამდა” , – აცხადებს ის.

ადიგენი, სოფელი ჭელა/ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

მასალების გადაბეჭდვის წესი