ახალი ამბები

“ბილაინი” 90 000 ლარით დააჯარიმეს

26 იანვარი, 2018 • 3139
“ბილაინი” 90 000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, “ბილაინმა” მომხმარებელს სააბონენტო ნომერი სათანადო ხელშეკრულების გარეშე მიჰყიდა, რისთვისაც დააჯარიმეს.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, “ბილაინის” ქმედება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და  „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაა.

კომისიის ცნობით, “ბილაინი” ამავე ტიპის დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში გააფრთხილეს და ერთხელ უკვე დააჯარიმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი