ახალი ამბები

ვიდეო ▶ სააკაშვილი უკრაინის მოსახლოებას ანტალიაზე უკეთესი პლაჟის მოწყობას ჰპირდება

22 იანვარი, 2018 • 9842
ვიდეო ▶ სააკაშვილი უკრაინის მოსახლოებას ანტალიაზე უკეთესი პლაჟის მოწყობას ჰპირდება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოსახლოებას ანტალიაზე უკეთესი სანაპირო ზოლის მოწყობას ჰპირდება. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციური ძალების ლიდერი მისი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ საიმიჯო კლიპში საუბრობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ეს არის ევროპის უკანასკნელი ხელუხლებელი პლაჟები, რომელთა შესახებაც ალბათ ბევრმა არაფერი იცის.

“ზატოკის და სერგეევკის მერე, რამდენიმე ათეული კილომეტრია შეუსწავლელი და ხელშეუხებელი უკრაინის პლაჟები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი დაპატრონება ჯერ ვერ მოასწრო, რადგან აქ გზა არ იყო გაყვანილი და მადლობა ღმერთს, რომ ასე იყო. ჩვენ გავიყვანთ გზებს და ავაშენებთ სასტუმროებს. ასევე, აქ იქნება სამთო ბიზნესი და ის დამატებით მოიზიდავს დამსვენებლებს. აქ შეიქმნება 10 ათასამდე ახალი სამუშო ადგილი.

ეს იქნება უკრაინული მარბელია. ანტალია ასე იწყებდა და აქ ანტალიაზე მაგარია. უბრალოდ, ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა დავიწყოთ; ლამაზი პლაჟები, რომლებიც ვენახებით იქნება გარშემორტყმული, შესანიშნავი ღვინით. ის მხოლოდ ერთი საათის სავალზეა შესანიშნავი, გასაოცარი ოდესიდან. რაც არ უნდა თქვათ, შეხედეთ – აქ სივრცე და თავისუფლებაა… ეს სილამაზეა და სასწაული, ხალხო,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი საიმიჯო კლიპში.

[red_box]მიხეილ სააკაშვილის საქმე – უახლესი ამბები[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი