ახალი ამბები

შაშკინი: პროკურატურისგან არანაირი უწყება არ მიმიღია

16 აგვისტო, 2013 • 1470
შაშკინი: პროკურატურისგან არანაირი უწყება არ მიმიღია

“მე არანაირი უწყება ჯერჯერობით არ მიმიღია. არ ვიმყოფები საქართველოში. ათ აგვისტოს დავტოვე ქვეყანა და დავბრუნდები 28 აგვისტოს”,- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან მიცემულ ინტერვიუში. 

 

შაშკინის თქმით, მთავარ პროკურატურას ქვეყნის დატოვების შესახებ ივლისში შეატყობინა. 

“მე ეს არ მევალებოდა, მაგრამ იმდენი საქმე არის აღძრული, შევატყობინე, რომ გავდიოდი ქვეყნიდან 28 აგვისტომდე, განაცახდა შაშკინმა.

შაშკინის თქმით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ  იგი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. 

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება 25 ივლისს დაიწყო. საქმე პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენის სავარაუდო ფაქტებს ეხება.  

 

საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით,  გამოძახებულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრები, ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი. მოწმის სტატუსით დაიკითხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბაჩო ახალაია

მასალების გადაბეჭდვის წესი