ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის შემდეგ გიორგი გაბედავა დააკავეს

13 აგვისტო, 2013 • 1742
ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის შემდეგ გიორგი გაბედავა დააკავეს

როგორც ონისე გერგედავამ ნეტგაზეთს განუცხადა, გიორგი გაბედავამ სასამართლო პროცესიდან გამოსულ ანი ნადარეიშვილს (ბაჩო ახალიას მეუღლე) შეაგინა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

 

ყოფილი პოლიტპატიმრები ახალაიას ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მიმართავდნენ შეურაცხმყოფელი ფრაზებით, უსტვენდნენ სასტვენებით და ეუბნებოდნენ, რომ „თქვენ ხართ მკვლელები“. ისინი აცხადებდნენ, რომ პროვოკაცია გამოიწვია ახალიას ადვოკატმაm გიორგი ონიანმა, თუმცა იყო ორმხრივი ლანძღვა-გინება.

 

სასამართლოს ეზოში ამწუთას სიტუაცია განიმუხტა. სასამართლოს ეზოში იმყოფება  საპატრულო პოლიციის ათეულობით წარმომადგენელი. ასევე, მანდატურის თანამშრომლები.

 

ბაჩო ახალაიასა და კიდევ 7 პირის საქმის განხილვა, რომელიც სპეცრაზმელების წამებას ეხება, დღეს, 13 აგვისტოს დასრულდა. მოსამართლემ მოისმინა დაცვის მხარისა და ბრალდებულების დასკვნითი სიტყვები და განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

 

აქციის მონაწილეები, რომლებიც ბაჩო ახალაიას მოწინააღმდეგენი არიან, აცხადებენ, რომ თუ სასამართლო არ გამოიტანს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას, ანუ დამნაშავედ არ სცნობს ბაჩო ახალიასა და სხვა ბრალდებულებს, მაშინ ქართველი ხალხი თავად აღადგენს სამართლიანობას.


ფოტო:reportiori.ge
ფოტო:reportiori.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი