პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს, 10 იანვარს, დილით გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილი 19 წლის იყო.
“მკვეთრად გაუარესდა გამთენიისას პარამეტრები, მდგომარეობა. ოთხჯერ დაფიქსირდა გულის გაჩერების ეპიზოდი და რეანიმაცია დასრულდა წარუმატებლად. გარდაიცვალა” – განაცხადა ექიმმა ზაზა ლურსმანიშვილმა.
მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ითხოვდნენ, რომ დაჭრილი გადაეყვანათ უცხოეთის კლინიკაში.
მოვლენების ქრონოლოგია მოკლედ:
- 26 დეკემბერი: პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 5 ადამიანი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი;
- 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
- უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
- დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
- სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.[blue_box]Content[/blue_box]