ახალი ამბები

კურტ ვოკერი: ნატოს 2008 წელს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ბრძანება უნდა გაეცა, რაც ვერ შეძლო

10 აგვისტო, 2013 • 838
კურტ ვოკერი: ნატოს 2008 წელს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ბრძანება უნდა გაეცა, რაც ვერ შეძლო

“სამწუხაროდ, ნატომ 11 აგვისტოს ამ განცხადების გაკეთება ვერ შეძლო”, – განაცხადა ვოკერმა.

კურტ ვოკერი
კურტ ვოკერი

მისი თქმით, ამის მიზეზი იყო, ერთი მხრივ, ის, რომ მოქმედება აგვისტოში ხდებოდა და ბევრი გადაწყვეტილების მიმღები პირი იმყოფებოდა შვებულებაში, ამას გარდა, ნატომ მიიჩნია, რომ ხელი არ უნდა შეეშალა ევროკავშირის მიერ ინიცირებული პროცესისთვის, რომელსაც სარკოზი აწარმოებდა თბილისსა და მოსკოვთან. ვოკერის თქმით, ასევე, გამოითქვა ვარაუდი, რომ ნატოს ჩარევა კონფლიქტის კიდევ უფრო მილიტარიზაციას გამოიწვევდა.

“მაგრამ ნატოს მოვალეობა იყო, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ერთი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე სუვერენულმა სახელმწიფომ ჯარი შეიყვანა,” – აცხადებს კურტ ვოკერი.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი მუშაობდა ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამავე მიზნის მიღწევისთვის ცალ-ცალკე მუშაობდა საქართველოსა და რუსეთთან.

კურტ ვოკერის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მუდმივად იმეორებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი:

“მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნატოში დაიკარგა გაფართოების ტემპი და საქართველოსთვის პრობლემას ეს წარმოადგენს”, – აცხადებს აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი