ახალი ამბები

ზუმბაძე: მზად ვარ შიხიაშვილთან თანამშრომლობისთვის და ოპონირებისთვის

1 აგვისტო, 2013 • • 965
ზუმბაძე: მზად ვარ შიხიაშვილთან თანამშრომლობისთვის და ოპონირებისთვის

მათ ჟურნალისტებს ფრაქციის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნეს და აღნიშნეს, რომ ფრაქციის დაშლას არ აპირებენ.

 

“ფრაქციის წევრებმა საკრებულოში ახალი პოზიციები დაიკავეს. კახა ფირუაშვილმა ჩაიბარა გარემოს დაცვის კომისია, ნათელა მაჭავარიანმა დაიკავა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის პოსტი, მე კი გახლავართ ამ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც საკრებულოში პოლიტიკურ თანამდებობას წარმოადგენს. ამ მდგომარეობით გაჩნდა ახალი საშუალება და ბერკეტი თვითმმართველობის ორგანოში ფრაქციის კიდევ უფრო წარმატებული და ეფექტური საქმინობისთვის. ჩვენი უახლოესი პერიოდის გეგმები და მიმართულებები იქნება თბილისის მთავრობის, მათ შორის მერიის სამსახურების, გამგეობების და მუნიციპალიტეტების საქმიანობის მონიტორინგი. ასევე, თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ცალკეული დარგების სპეციალისტებთან. გარდა ამისა, შეხვედრას გავმართავთ მოსახლებასთან თბილისის სხვადასხვა რაიონში,” – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

 

გულიკო ზუმბაძე
გულიკო ზუმბაძე

ზუმბაძემ, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის თანამდებობას მხარი არ დაუჭირა და მას შსს-ს მიერ შერჩეული და საკრებულოსთვის თავსმოხვეული კანდიდატი უწოდა, დღეს ამბობს, რომ მზად არის საკრებულოს ახალ თავმჯდომარესთან, როგორც თანამშრომლობისთვის, ასევე ოპონირებისთვის.

 

“თბილისის საკრებულო არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც მუშაობს კოლეგიალობის პრინციპით. გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა და არა ერთი კონკრეტული პირი. ძირითადად, მე ვაპირებ ოპონირებასაც და თანამშრომლობასაც. თუ კრიტიკული შენიშვნები იქნება გამოსათქმელი, აუცილებლად გამოვთქვამთ, რიგორც საქმეს წაადგება, ისე მოვიქცევით,”– აღნიშნა ზუმბაძემ და დადებითად შეაფასა საკრებულოს თავმჯდომარის ინიციტივა, რომელიც ყოველ ხუთშაბათს მოსახლეობასთან შეხვედრას ითვალისწინებს.

 

“ეს ძალაინ კარგი გადაწყვეტილებაა, აქამდე საკრებულოს თავმჯდომარეს არ ეცალა. ახლა თავმჯდომარე პირადად გაეცნობა მოსახლეობის პრობლემებს და ხედვას ჩამოიყალიბებს” – განაცხადა ზუმბაძემ.

 

დღეს დილიდან, მოსახლეობა საკრებულოში შეიკრიბა და ირაკლი შიხიაშვილთან შეხვედრას გეგმავს. საკრებულოში აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ყველა მსურველს შეხვდება.   

მასალების გადაბეჭდვის წესი