„როგორც ვიცი, სამართალდამცავებისთვის ცნობილია ტელეფონის ნომრები, რომლითაც ის ბოლო პერიოდში  თავის მშობლებს უკავშირდებოდა. ვფიქრობ, ეს ფაქტი ხელჩასაჭიდია“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“ საუბრისას. 

 

ირანის კონსულმა ბათუმში გუშინ ჟურნალისტებთან კომენტარისას აღნიშნა, რომ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს და აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს შეხვდა და მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის მხარე მზადაა ითანამშრომლოს ადგილობრივ მთავრობასთან და სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა მკვლელობაში ბრალდებული ირანის მოქალაქის დაკავება მოკლე დროში მოხდეს.

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, „გაფრთხილებულია თურქეთის რესპუბლიკაში ირანის საკონსულოები და საელჩო, იმ შემთხვევისთვის, თუკი ეს პიროვნება მათ მიმართავს“.   

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *