მისი განცხადებით, სოცილურად დაუცველთა გამოსახლება ვანო მერაბიშვილის ტრადიციების მიხედვით გრძელდება:
”გუშინ გამოსახლებულთა უმრავლესობა არის ქუჩაში. ჩვენი ინფორმაციით, კოჯორში მხოლოდ რვა ოჯახი შეასახლეს, ხოლო 16 ოჯახი კვლავ ღია ცის ქვეშ რჩება. ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს. უნდა შეჩერდეს პროცესი მანამდე, სანამ არ შეისწავლიან თითოეული ოჯახის მდგომარეობას და ადეკვატურ შეთავაზებას არ მოახდენენ”– განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, ყოველდღე, 12 .30 წუთზე, მთარობის კანცელარიასთან საინფომაციო შეხვედრები გაიმართება და სოციალურად დაუცველებს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწოდებენ.
როგორც ჩხარტიშვილმა განაცხადა, ხვალ 142–ე სკოლში უნდა დაიწყოს გამოსახლება. სოცილურად დაუცველების აქცია მალე დაიშალა, მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

