ახალი ამბები

გახარია: ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შსს-ში ახალი დეპარტამენტი შეიქმნება

20 დეკემბერი, 2017 • 2302
გახარია: ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შსს-ში ახალი დეპარტამენტი შეიქმნება

გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ში ახალი დეპარტამენტი შეიქმნება, რომლის უმთავრესი მოვალეობაც საგამოძიები პროცესში ადამიანის უფლებების დაცვა იქნება. ამის შესახებ გახარიამ დღეს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

“ხაზი მინდა გავუსვა შინაგან საქმეთა სმაინისტროში ადამიანის უფლებების ზრუნვის კომპონენტს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ნაწილში გამოწვევები საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცენტრალური აპარატის დონეზე შევქმნათ დამატებითი დეპარტამენტი რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ადამიანის უფლებების ნაწილში… ვფიქრობთ, რომ ეს დეპარტამენტი დროებითი იქნება, სანამ შსს-ში საგამოძიებო კომპონენტის რეფორმირება სრულად არ დასრულდება. ეს სპეციალური სტრუქტურა იზრუნებს ისეთი ტიპის დანაშაულზე როგორიც არის ქალთა მიმართა ძალადობა, არასწრულწლოვნების დანაშაული და ა.შ”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, დეპარტამენტში დაახლოებით 10 ადამიანი იმუშავებს და მას ზედამხედველობითი ფუნქცია ექნება ისეთი ტიპის დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც დისკრიმინაციის კომპონენტს შეიცავს. გახარიას თქმით, დეპარტამენტს ურთიერთობა ექნება არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი