
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი კირთაძის განცხადებით, გამგებელს 2007 წელს ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების სტანდარტების დარღვევის გამო ედავებიან: „შენობა შეღებეს არასწორი საღებავითო, თუ რაღაც მსგავსი, ზუტად ვერც ჩვენ გავიგეთ“ – ამბობს გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.
გიორგი კირთაძის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ისევ დააკავეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ კარალიძე.
„ნაციონალური მოძრაობა“ ქობულეთის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაკავებას წინასაარჩევნოდ პარტიაზე ზეწოლად აფასებს.
თენგიზ ზოიძე ქობულეთის გამგებლად 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა, მანამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
