საინფორმაციო სააგენტო IPN ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გაუქმდეს.

აღნიშნულის შესახებ, როგორც სააგენტო წერს, მათთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

“ჯერჯეორბით არ გვაქვს [ინფორმაცია]. მთავრობის სხდომაზე თუ იყო დისკუსია, არ ვიცით”, – განუცხადა ნეტგაზეთს სააგენტოს წარმომადგენელმა ლელა ფირალიშვილმა.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს და ჰკითხა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ზემოხსენებული ინფორმაცია?  “კომენტარს არ ვაკეთებთ”,- ასე გვიპასუხეს პრესსამსახურში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2014 წელს შეიქმნა.