ახალი ამბები

კირვალიძეს დღეს მესამედ დაკითხავენ

24 ივლისი, 2013 • • 1122
კირვალიძეს დღეს მესამედ დაკითხავენ

ამის შესახებ კირვალიძის ადვოკატმა სასტუმრო “რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

 

სოსო ბარათაშვილის განცახადებით, კირვალიძე უკვე ორი დღეა იკითხება და მას ჯერჯერობით ზოგადი ხასიათის შეკითხვებს უსვამენ: 

 

“მას უსვამენ ზოგად შეკითხვებს: სად მუშაობდა? რას აკეთებდა? ტრაქტორებზე შეკითხვა არ დასმულა და არც ივანიაძესთან დაკავშირებით”. 

 

სოსო ბარათაშვილის განცახდებით, “ზეტორის” მარკის ტრაქტორების შესყოდვა დავით კირვალიძის გადაწყვეტილების საფუძველზე არ მომხდარა: 

 

“დავით კირვალიძის ბრძანებით იქნა შექმნილი სპეციფიკაციის დამდგენი კომისია. სპეციფიკაციის კომისიამ ჩაატარა თავისი სხდომები და დადო დასკვნა. ამის შემდეგ ეს დასკვნა წარუდგინეს დავით კირვალიძეს. მან იკითხა, (ამას თავის ჩვენებაშიც აფიქსირებს), კონკრეტულად რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, კომისიის წარმომადგენლებმა  უპასუხეს მყარად. კირვალიძე იხსენებს ზაზა მახარობლიძესთან საუბარს, რომელმაც უთხრა, რომ თქვენ არ ხართ ტრაქტორების სპეციალისტი. ეს საითხი ვიცი და მე ვიღებ გადაწყვეტილებას.” 

 

სოსო ბარათაშვილის განმარტებით, ამის შემეგ ეს სპეციფიკაციის დამდგენი კომისიის დასკვნა გადაეცა შესყიდვების კომისიას და აქ დავით კირვალიძეს მონაწილეობა არ მიუღია:”შესყიდვების კომისიაში იქნენ ჩართულნი სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენლები და ეს ტრაქტორები იქნა კანონის შესაბამისად შეძენილი.”    

 

მასალების გადაბეჭდვის წესი