პრესსამსახურის განცხადებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
პოლიცია აცხადებს, რომ ამ დროისთვის დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს. საქმეს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველო იძიებს.
როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, მოკლული ბათუმელი მარიამ კოჩალიძეა, შაჰინის ლიცეუმის წარმატებული მოსწავლე და “სამოქალაქო კლუბის” აქტიური წევრი.
როგორც გარდაცვლილის მეგობარი, მარიკა იობიძე ამბობს, ცხედარი მშობლება დაახლოებით ღამის პირველ საათზე აღმოაჩინეს. გოგონა ხშირად სეირნობდა ახალ ბულვარში მარტო და ჩანაწერებს აკეთებდა. “რვა საათისთვის, როცა ნათლიამ მესიჯი გაუგზავნა, არ გამოხმაურებია და მერე შეშფოთდნენ, რადგან ნათლიას ყოველთვის პასუხობდა.”
გარდაცვლილის მეგობრის თქმით, საღამოს ათი საათისთვის მშობლებმა პოლიციას მიმართეს, სადაც მათ განუცხადეს, რომ ძებნის დაწყებსითვის რამდენიმე საათი უნდა გასულიყო, ამიტომ მშობლებმა ღამით ფარნებით დაიწყეს ძებნა და გარდაცვლილი აღმოაჩინეს. გოგონას ყელის არეში ჰქონდა ჭრილობა და თავზე ქვა ჰქონდა დადებული. ადგილიდან დაკარგულია ველოსიპედი და აიფონი.
