როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს პოლონეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი თბილისის საკრებულოში მიმდინარე იმ პროცესებთან დაკავშირებით, რასაც დეპუტატების გადაჯგუფება და ახალი ფრაქციების ფორმირება ჰქვია, კავშირი არ აქვს.

 

 

“ის [შიხიაშვილი] იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და ნორმალური პროცესი მიმდინარეობს, რომ ვიღაცები… თქვენ ნახეთ, რომ იგივე პარლამენტშიც მოხდა ფრაქციების გამოყოფა და დაფიქსირება, და აქაც რაღაც პროცესები მიდის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ, ეს პროცესები ბუნებრივად მიმდინარეობს… უნდა განვითარდეს კიდეც, ეს არის დემოკრატიული პროცესები, ასეც უნდა იყოს”, – განაცხადა პრემიერმა.

 

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საკრებულოს თავმჯდოამრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება, თვითონ შიხიაშვილიც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ყველაფერი მოგვაინებით გაირკვევა. საკრებულოში ფორმირებული ახალი ინტერპარტიული უმრავლესობა თავმჯდომარის პოსტიდან ზაალ სამადაშვილის გადარჩევას 26 ივლისს აპირებს. დღეს გამართულ სხდომაზე უმრავლესობამ სამადაშვილის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი და 13 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები გადაირჩია.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *