ახალი ამბები

გიორგი გახარია: სამძებრო ღონისძიებები აღარ მიმდინარეობს

4 დეკემბერი, 2017 • 3013
გიორგი გახარია: სამძებრო ღონისძიებები აღარ მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამძებრო ღონისძიებები აღარ მიმდინარეობს.

“სამძებრო ღონისძებები არავისზე აღარ მიმდინარეობს, ყველა ძირითადი ფიგურანტი დადგენილი და დაკავებულია,”- განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიების პროცესში ბევრი ახალი მტკიცებულება გახდა ცნობილი.

“ყველა, ვინც საინტერესოა გამოძიებისთვის, გამოიკითხება. ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება და მტკიცებულებებით იქნება შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებები მოპოვებული, მათ ბრალი წაეყენებათ,”- განაცხადა გიორგი გოგაძემ.

შეგახსენებთ, რომ 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე მოკლეს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად. მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მეორე ამ დრომდე იძებნებოდა და გამოძიებაში 4 დეკემბერს გამოცხადდა. 4 დეკემბერს მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი