ახალი ამბები

როგორ ჩაიარა პატრიარქის ფონდის მიერ დაანონსებულმა აქციამ შიმშილობის წინააღმდეგ [Video]

17 ივლისი, 2013 • • 1136
როგორ ჩაიარა პატრიარქის ფონდის მიერ დაანონსებულმა აქციამ შიმშილობის წინააღმდეგ [Video]

პატრიარქის ფონდმა ამ აქციის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის მარტში დააანონსა, მას შემდეგ, რაც საქართველოში შიმშილის შედეგად ერთი წლის ბავშვი, გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა.

 

“ახლა ვცდილობთ ისეთი აქცია გავაკეთოთ, რომელიც იქნება ერთჯერადი და უფრო წარმატებული. მაგალითად, ვფიქრობთ, სააღდგომოდ  გავაკეთოთ აქცია, რომლის ფარგლებშიც სუპერმარკეტების ქსელში დაიდგმება კალათები და როდესაც ადამიანი ყიდულობს საკვებს, შეუძლია 2 ლარი, 3 ლარი, 5 ლარი გადადოს გაჭირვებული ბავშვებისთვის და საჩუქარი გაუკეთოს სააღდგომოდ. თან ახლა მარხვაა, ძალიან ბევრს თანხა არ ეხარჯება ხორცში და რძის ნაწარმში და შეიძლება ეს თანხა ქველმოქმედებისკენ წავიდეს”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ მიმდინარე წლის 26 მარტს.

 

შედგა თუ არა მართლაც მსგავსი აქცია და რაში დახარჯა ამ აქციის შედეგად მოგროვილი ფული პატრიარქის ფონდმა? – “ნეტგაზეთის” ამ შეკითხვას ლაშა ჟვანიამ უპასუხა:


“ჩვენ აღდგომიდან ამაღლებამდე ფესტივალის ფარგლებში ეს აქცია გავმართეთ. მასშტაბური შეიძლება არ იყო, მაგრამ ის რაც იყო, ის ვინც შემოგვიერთდა, ვინც გაერთიანდა ამაში, ეს გაკეთდა. მთავარია, ასეთ აქციებს დასაწყისი ჰქონდეს –კენჭს წყალში რომ ჩააგდებ, ეს კენჭი მერე იძლევა გარკვეულ რგოლებს.”

 

ჟვანიას თქმით, ამ აქციის ფარგლებში 2600 ლარი შეგროვდა, რაც აფხაზეთში მარჩენალდაკარგულ ოჯახებს გადაეცათ:

 

“აღდგომიდან ამაღლებამდე ჩავატარეთ კონცერტები და ამ კონცერტებზე გაყიდული ბილეთების თანხამ შეადგინა 2600 ლარი. მოგეხსენებათ, წელს არის სოხუმის დაცემიდან 20 წლისთავი, ამიტომ ეს თანხა “აფხაზეთში დაღუპული მეომრების დედების” ორგანიზაციას გადავეცით. 2 ათასამდე ოჯახია გაწევრიანებული ამ ორგანიზაციაში. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ყველაზე მეტად გაჭივებული 20 ოჯახი აერჩიათ და მათთვის მიეცათ ეს თანხა. ჩვენი მოვალეობა არაა თანხის გადანაწილება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი