ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ჭიათურის მაღაროში

16 ივლისი, 2013 • • 2331
უბედური შემთხვევა ჭიათურის მაღაროში

შემთხვევა ჭიათურის “შუქრუთის”  მაღაროში მოხდა. 

 

მეტალურგთა პროფკავშირების ხელმძღვანელის თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, შალვა დარბაიძემ დაამონტაჟა ფითილი, ქანების აფეთქება უნდა დაეწყოთ, ამ  დროს მაღაროს კარიდან ჩამოვარდა დიდი ლოდი, რომელიც დაეცა თავში და ჩაუმსხვრია თავის ქალა.

 

წერეთლის მაღარო. ჭიათურა/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
წერეთლის მაღარო. ჭიათურა/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

დოლაბერიძის განცხადებით, მაღაროს თხრიან და ამაგრებენ ბიგების ჩაწყობით:”რომ არ მოხდეს მაღაროს ჩამონგრევა. როცა გამაგრების სამუშაოები შეუძლებელია, ამ შემთხვევაში მუშაობს მძიმე ტექნიკა. არ ვიცი, საქართველოში ასეთი ფაქტები რატომ ხდება.”

 

მეტალურგთა პროფკავშირების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში არ არსებობს უწყება, რომელიც საწარმოო პროცესის უსაფრთხოებას გააკონტროლებს:   

 

“ძველმა მთავრობამ 2009 წელს ტექნიკური ზედამხედველობის ინსტიტუტი გააუქმა. არ არსებობს სამსახური, როემლიც მოახდენს იმის კონტროლს, რამდენად არის დაცული უსაფრთხოება. ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე არის შექმნილი უწყება, რომელიც მომხდარ ფაქტს იძიებს ხოლმე. სტრუქტურა, რომელიც საწარმოს მოსთხოვს, გეგმა შეადგინოს წარმოების უსაფრთხოებისათვის, ასეთი სტრუქტურა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროფკავშირები და მეტალურგთა პროფკავშირები ვითხოვთ, რომ შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც მეწარმეს მოსთხოვს, რომ გეგმა შედგინოს საწარმო პროცესის უსაფრთხოებისათვის, მაინც არაფერი არ იცვლება.” 

 

თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, მეტალურგთა პროფკავშირები ყოველ ასეთ ფაქტზე წერილს სწერდა ხოლმე დამსაქმებელს:”ვითხოვდით, რომ კვლევის კომისიაში ჩვენი წარმომადგენელი ჩაესვა. ახლა ასეთი კომისია აღარ იქმნება, რადგან საქმეს პოლიცია იძიებს და საგამოძიებო ჯგუფში ჩვენს წარმოამდგენელს არავინ არ ჩასვამს.” 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი