ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცლილებების განხილვა ოპოზიციის გარეშე განახლდა

27 ნოემბერი, 2017 • 1144
საკონსტიტუციო ცლილებების განხილვა ოპოზიციის გარეშე განახლდა

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კონსტიტუციურ ორგანოებთან ერთად წუთიერი დუმილით დაიწყო. საქართველოში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც ხანძარს 11 ადამიანი შეეწირა.

განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვება, რომელმაც თავდაპირველად მიუსამძიმრა ბათუმის სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ასევე, სამძიმარი გამოუცხადეს თბილისში, 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა “ლიბერალური აკადემიის” ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა. მისი თქმთ, ცუდია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ოპოზიციის გარეშე განახლდა. კომისიის წევრი ემხრობა ცვლილებებს, რომელთა განხილვაც დღეს მიმდინარეობს და აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე იყო მესამე მოსმენით მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი