ახალი ამბები

ტერორიზმში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

24 ნოემბერი, 2017 • 1999
ტერორიზმში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 ნომებერს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

“არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში. გარდა ამისა, მას ბრალი ედება, რომ ტერორისტული მიზნით შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ინახავდა და ატარებდა მათ. დღევანდელი სხდომა დაიხურა, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება ამის შესახებ, ვინაიდან დაცულიყო იმ პირთა უსართხოება, რომლებიც მონაწილეობდნენ ანტიტერორისტულ ღონისძიებაში. მოცემულ ანტიტერორისტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შსს-სა და სუს-ის თანამშრომლები, ამ პირთა ვინაობა რომ არ გაღერებულიყო და დაცულიყო მათი უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ დაიხურა პროცესი. ასევე, რა თქმა, უნდა, გამოძიებიდან გამომიდნარე,” – განაცხადა ირაკლი მარშანიამ.

მან არ უპასუხა კითხვებს,  დაიკითხნენ თუ არა სპეცრსაზმელები, რომელ სხვა ქვეყანაში მიმდინარეობს კიდევ გამოძიება ან რომელ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთანება ედება ბრალად ბრალდებულს.

ადვოკატი იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

“აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ვითხოვდით,”- განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ საქმის დეტალებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს:

“მე არ მაქვს უფლება, ვერ გავცემ ვერანაირ ინფორმაციას ჩემი მხრიდან,”- განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თუმცა, მისი თქმით, ბრალდებულის ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა საქმის მასალებით არ დასტურდება:

“საქმის მასალებიდან არანაირი, თუნდაც ერთი ცალი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ საერთოდ რაიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს კავშირი… დანარჩენს ვერაფერს გეტყვით,”- განაცხადა ადვოკატმა.

მანვე განაცხადა, რომ ბრალდებული კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.

“საერთოდ არაფერი არ უთქვამს მას დღევანდელ პროცესზე”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის მუხლით იძიებს საქმეს, რომლის ფარგლებშიც 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. სპეცოპერაციის ფარგლებში ერთი პირია დაკავებული ინიციალებით ს.დ.. დაკავებული პირის მიმართ გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია.

მომდევნო სასამართლო პროცესი დანიშნულია 16 იანვარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი