ახალი ამბები

რატომ ბრუნდება ნაცმოძრაობა პარლამენტში

9 ივლისი, 2013 • • 1124
რატომ ბრუნდება ნაცმოძრაობა პარლამენტში

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავბრუნდეთ სესიაზე არა იმიტომ, რომ შეხვედრა იყო პრემიერსა და უმცირესობის ლიდერს შორის, არამედ იმიტომ, რომ არის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც არ გვინდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ისე გააცუროს და გაიტანოს, როგორც მათ აქვთ წარმოდგენილი”, – განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ დაგეგმილია ოკუპაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა, “რომელიც სანქციებს არბილებს და ქვეყნის ინტერესებს აზარალებს”. მისივე თქმით, ასევე, საგანგებო სესიაზე იგეგმება პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროეოქტის (უმაღლესი განათლების შესახებ) განხილვა.

 

“გარდა ამისა, გვაინტერესებს ამ ხელისუფლებისაგან, თუ რას უპირებს [მთავარ პროკურორ არჩილ] კბილაშვილს, რომელმაც, ფაქტობრივად, კარტბლანში მისცა ერთ-ერთ მთავარ მწამებელ ბედუკაძეს, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ მათ მიიღეს ის პოლიტიკური შედეგი, რაც სჭირდებოდათ ერთი წლის განმავლობაში ამ კადრების შენახვით და მხოლოდ არჩევნების წინ გამოქვეყნებით. სერიოზული საკითხებია დაგროვილი და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, თავს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ საპარლამენტო ტრიბუნა არ გამოვიყენოთ ოპოზიციიის როლის შესასრულებლად”, – განაცხადა ბარამიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საგანგებო საპარლამენტო სესია ხვალ, 10 ივლისს გაიმართება. როგორც ცნობილია, ნაცმოძაობის დეპუტაციამ საპარლამენტო ბოიკოტი თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავების შემდეგ გამოაცხადა, თუმცა საგანგებო სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილება მიიღო.

 

გიორგი ბარამიძე/ფოტო: რადიო თავისუფლება
გიორგი ბარამიძე/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი