ახალი ამბები

აქცია ასათიანის ქუჩაზე – “არ მოჭრა ხე” [VIDEO]

9 ივლისი, 2013 • 1199
აქცია ასათიანის ქუჩაზე – “არ მოჭრა ხე” [VIDEO]

აქციის მონაწილეები იმ ხეების გადარჩენას ითხოვენ, რომელიც კერძო მესაკუთრის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასათიანის 10 ნომერში მდებარეობს.

 

მათ პარკის გარშემო მსვლელობა მოაწყეს და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებდნენ, ჩასულიყვნენ და შეერთებოდნენ მსვლელობას.

 

აქციაზე მისული იყო ადგილობრივ მცხოვრებთან ნაწილი, მათ მიყვანილი ჰყავდათ შვილები და შვილიშვილები. ისინი აცხადებენ, რომ მანამდე, სანამ ტერიტორია გაიყიდებოდა, ისინი თავისუფლად შედიოდნენ პარკის ტერიტორიაზე, ახლა კი პარკში შესვლა შეუძლებელია.

 

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ქალაქ თბილისის მერიას, მიიღოს შესაბამისი ზომები და ყველანაირაც ეცადოს გადაარჩინოს ათეულობით ხე გაჩეხვას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი