ახალი ამბები

აუდიტის სამსახური: ნაცმოძრაობამ მიიღო უკანონო შემოწირულობა 5 240 880 ლარის ოდენობით

4 ივლისი, 2013 • • 1134
აუდიტის სამსახური: ნაცმოძრაობამ მიიღო უკანონო შემოწირულობა 5 240 880 ლარის ოდენობით

 

ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ აზნაურაშვილმა გააკეთა.

 

“პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პროკურატურიდან მიღებული მასალების შესწავლის შედეგად გამოავლინა, რომ ნაციოანლურმა მოძრაობამ კანონის გვერდის ავლით პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა დასაქმების პროგრამისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრები და მიიღო უკანონო შემოწირულობა 5 240 880 ლარის ოდენობით. კერძოდ, 2012 წელს სოციალური მომსახურების სააგენტომ საქართველოს მთავარობის დასაქმების პროგრამის ფარგლებში განახორციელა შრომითი ხელშეკრულებების დადება 21 837 პირთან, რომლებმაც განახორციელეს წინასაარჩევნო სააგიტაციო სამუშაოები პარტიის სასარგებლოდ. დადგინდა, რომ დასაკონტრაქტებელ პირთა სია შედგენილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ ნაცმოძრაობის პარტიული აქტივისა და მხარდამჭერებისაგან, რომლებიც ინფორმირებულებიც კი არ იყვნენ დასაქმების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ. აღნიშნული ცხადყოფს, რომ რიგი სახელმწიფო უწყებების მიერ უგულვებელყოფილი იყო დასაქმების პროგრამის მიზნები და საბიუჯეტო სახსრები მიმართული იქნა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნნო კამპანიის სასარგებლოდ. შედეგად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო უკანონო შემოწირულობა 5 240 880 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ რადგან პარლამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის ამნისტიის შესაბამისად მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვახორციელოთ ადმინისტრაციული საქმის წარმოება და რადგანაც საქმეში იკვეთება სხვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის ნიშნები, ზემოაღნიშნულ ანგარიშს დამატებით შესწავლისთვის ვუგზავნით პროკურატურას”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი