ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ეუთოს რეზოლუცია პოლიტიკური განცხადებაა და იურიდიული ძალა არ აქვს

3 ივლისი, 2013 • • 1152
ფანჯიკიძე: ეუთოს რეზოლუცია პოლიტიკური განცხადებაა და იურიდიული ძალა არ აქვს

 

ამასთან, ფანჯიკიძის მტკიცებით, რეზოლუციაში ძალიან ბევრი დადებითია მომენტებია საქართველოს შესახებ:

 

“იქ არის საქართველოს მხარდაჭერა ტერიტორიული [მთლიანობის] და ინტეგრაციის თვალსაზრისით. საუბარია ლტოლვილების დაბრუნებაზე, ეუთოს მისიის აღდგენაზე საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. გვაქვს სხვადასხვა  ვარიანტები. ასე რომ, ეს არის მთავარი ამ რეზოლუციაში, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს, სწორედ ეუთოს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა ODHIR, რომლის სადამკვირვებლო მისია არის საქართველოში, ევროკავშირის დამკვირვებელია ტომას ჰამერბერგი, რომელიც არის საქართველოში იმისათვის, რომ დააკვირდეს მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესებს. მათი მოხსენებების შემდეგ შეიძლება მხოლოდ დასკვნების გაკეთება”, – განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმითაც, საქართველო სამართლიანობის აღდგენას ასე აქტიურად აქამდე არასოდეს ცდილობდა და სამართლებრივ საკითხებზე რეზოლუციაში აქცენტირება სწორედ ამან გამოიწვია.

 

სტამბოლში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 22-ე პლენარულ სესიაზე რეზოლუცია მიიღეს, რომლის ერთ-ერთ პარაგრაფში ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს შერჩევითი სამართლის გამოყენებისგან.

 

რეზოლუციის 152–ე პუნქტში ნათქვამია, რომ ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეა იხსენებს “საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ” მონაკოში 2012 წელს მიღებულ რეზოლუციას და მიესალმება ხელისუფლების არჩევნების გზით მშვიდობიანად გადაცემას. ასამბლეა ხაზს უსვამს კანონის უზენაესობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შერჩევითი სამართლის გამოყენებისგან, ასევე, გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის და სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის წინასწარ პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, ამ პუნქტში საგანგაშო არაფერია და რეზოლუციის მიღებისას საქართველოს მიერ დაყენებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გაითვალისწინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი