
“ იმ სიტუიაციის კომენტირებისას, რომელიც შეიქმნა დე ფაქტო საზღვრისპირა სოფლებში, თქვენ არაერთხელ თქვით, რომ ხართ გაოცებული, რადგან ეს არ ჯდება იმ ლოგიკურ სურათში, რომელიც წარმოგედგინათ რუსეთთან ურთიერთობაში. ასეთივე გაოცება გამოხატა ჩვენთან საგარეო საქმეთა მინისტრმა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენი და თქვენი გუნდი მმიერი რუსეთის, როგორც საერთაშორისო მოთამაშის შეფასება იყო არაადეკვატური, არარეალისტური და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აპირებთ თუ არა, რომ კორექტირება მოახდინოთ იმ ურთიერთობის ფორმის, რომელიც რუსეთთან აირჩიეთ”, – კითხა პრემიერს “ასოშეიტედ პრესის” ჟურნალისტმა, რაზედაც ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:
“მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტირად ადეკვატური იყო ჩვენი რეაქცია და რეალისტური, ზუსტად ამაზე გვქვს პრეტენზია და ასე გავაგრძელებთ მომავალში, არ უნდა ჩავვარდეთ ისტერიკებში შემთხვევებისგან, რაც შემაშფოთებელია, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველა ქმედება გავაკეთეთ, საერთაშორისო საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში, ყველამ გამოთქვა შენიშვნა და და გაგზავნეს შეკითხვები რუსეთის მიმართ და, სხვათა შორის, ეს არ მომხდარა მხოლოდ წელს. მე მგონი, რომ მოთმინება გვჭირდება და ყველაფერი მოგვარდება, არაფრის გადახედვას არ საჭიროებს, სხვათა შორის, არაფერი პრინციპული არ გაგვიკეთებია, რომ გადავხედოთ, ძალიან დიპლომატიურად ვიქცევით და ძალიან ვფრთხილობთ ჩვენს გამონათქვამებში.
გასაგებია თქვენი კითხვა, ვიცი, რომ შემაშფოთებელია სიტუაცია და ჩვენ შესატყვის მოქმედებებს ვაკეთებთ. ისე არ არის, რომ მიჩუმებული გვქონდეს და არ ვაქცევდეთ ამას ყურადღებას. იმ ხალხის დაცვასაც მაქსიმალურად ვახერხებთ, ვინც იჩაგრება რეგიონებში, მომავალშიც იქნება კაზუსები, ჩემი აზრით, ურთიერთობებში, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარია ნაბიჯ- ნაბიჯ მივყვეთ სტრატეგიას”.
