“მე რეაქციას გავაკეთებ მხოლოდ იმ გამონათქვამებზე, რომელსაც ოპოზიცია აკეთებდა და სახალხო დამცველსაც აქვს ეჭვები. თუკი ეჭვი არსებობს, რა თქმა უნდა, უნდა დაიწეროს განცხადება და უნდა მოხდეს გამოძიება. თუკი იყო პროცედურული დარღვევები, ვინც დაარღვია, იმან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. თუკი გადაცდომა იყო, უნდა გამოვიძიოთ. მე პირადად არ შემიძილია შევაფასო, რამეთუ მე ამ პროცესებით დაკავებული არ ვიყავი”, – განაცხადა მან. 

 

შეგახსენებთ, რომ მერიის და და საკრებულოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ 27 ივნისს, საქართველოში ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროს, დილით სამართალდამცველებმა ჯერ დააკავეს და ბორკილები დაადეს, ხოლო შემდგომ მოწმის სახით დაკითხეს და გაათავისუფლეს. მათი თქმით, დაკავებები პროცედურული დარღვევებით განხორციელდა. მათ ამ საკითხზე საჩივარი პროკურატურაშიც შეიტანეს. იმავე დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მერიის ოთხი მაღალიჩინოსანი მაინც დააკავა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *