“ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელსაც შეიძლება ახლა მძიმე პერიოდი აქვს, მაგრამ მე ვხედავ პოტენციალს, რომ ეს არის პარტია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ქვეყნის სწორ განვითარებაში ნამდვილად მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. სხვანაირად რომ ვფიქრობდე არ ვიქნებოდი ამ პარტიის და მისი საპარლამენტო ფრაქვიის წევრი.

ეს არის ომი, ერთი მხრივ, პოლიტიკური ომი და, მეორე მხრივ, ნერვების ომი, სადაც ძალიან მძიმეა, რომ გაძლო. როდესაც შენს თანაპარტიელებს, შენს გვერდზე მდგომ ადამიანებს ხანდახან სამჯერ ან ოთხჯერ იჭერენ, შემდეგ ორი საათით უშვებენ, ძალიან მძიმეა ეს ჩემთვისაც. ვიღაცას ნერვები ყოფნის, ვიღაცას – არ ყოფნის. არ ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ჩემთვის ნებისმიერი თანაპარტიელის წასვლა. მე მირჩევნია, რომ ის ადამიანები, ვინც იყვენ ცხრა წლის მანძილზე ჩვენთან და იზიარებდნენ წარმატებებს თუ შეცდომებს, ისევ დარჩნენ ჩვენთან და ერთად ვიბრძოლოთ, მაგრამ როდესაც ეს ვერ ხერხდება, ეს არის სამწუხარო, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის ფარ–ხმალის დაყრის მიზეზი”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *