ახალი ამბები

რა სახის საპროტესტო ღონისძიებები მოსწონთ საქართველოში?

28 ივნისი, 2013 • • 1072
რა სახის საპროტესტო ღონისძიებები მოსწონთ საქართველოში?

 

მთელი საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა -62 პროცენტი- ამბობს, რომ სოციალური პროტესტისას ყველაზე მისაღები ფორმა ერთობლივი წერილები და პეტიციებზე კოლექტიური ხელმოწერების შეგროვებაა, 32 პროცენტისთვის პროტესტის ეს ფორმა მიუღებელია.

 

გამოკითხულთა 62 პროცენტისთვის ყველაზე მისაღები პროტესტის ფორმა ლეგალური დემონსტრაციაა, 35 პროცენტი ამ სახის პროტესტს არ ემხრობა.

 

52 პროცენტისთვის ყველაზე მისაღები ლეგალური გაფიცვაა, 43 პროცენტისთვის- არ არის მისაღები.

 

36 პროცენტისთვის მისაღებია ბოიკოტი, 59 პროცენტისთვის – არა.

 

23 პროცენტი მხარს უჭერს დემონსტრაციებს ნებართვის გარეშე, 72 პროცენტი – არა.

 

17 პროცენტისთვის მისაღებია გაფიცვა ნებართვის გარეშე, 78 პროცენტისთვის – არა.

 

მხოლოდ 7 პროცენტი უჭერს მხარს შენობების და დაწესებულებების ოკუპაციას, 6 პროცენტი პროტესტის გამოხატვისას მთავარი გზების ბლოკირების მომხრეა, 4 პროცენტი სარკინიგზო გზების ბლოკირებას უჭერს მხარს, ხოლო 3 პროცენტი – აეროპორტების ბლოკიერებას.

 

 

 

ზემოხსენებული კვლევა IRI–ს დაკვეთით ბალტიკ სარვეიმ, გელაპმა და P&M-მა ჩაატარეს 17 მაისიდან – 2 ივნისამდე პერიოდში. სულ საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 3998 ადამიანი. კვლევის ავტორების მტკიცებით, ცდომილების ზღვარი 1,5 პროცენტს არ აღემატება. კვლევის შედეგები IRI–ს არ გაუსაჯაროვებია, მონაცემები ჟურნალისტებისათვის სხვა წყაროებიდან გახდა ცნობილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი