“მოწმის დაკითხვის წესი არსებობს. ხელბორკილით მოწმის დაკითხვა და ხელბორკილითი მოწმის დაკითხვაზე მიყვანა არც ერთ კანონში არ წერია. მათი უკანონო დაკავების არაერთი თვითმხილევლი არსებობს, ასევე არის მობილურით გადაღებული კადრები, რომელზეც აღბეჭდილია მათი ხელბორკილით დაკავების პროცესი. ეს ყველაფერი წარვუდგინეთ მთავარ პროკურატურას და დიდი იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა მიიღებს სწორ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა იურისტმა გიორგი კონდახიშილმა, რომელიც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ინტერესებს იცავს.
მისივე თქმით, ისინი ასევე მოითხოვენ, რომ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე აწარმოოს მთავარმა პროკურატურამ და არა ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა თბილისის მერიის ოთხი თანამშრომელი, მათ შორისაა ვიცე-მერი დავით ალავიძე. თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ამ ოპერაციას სამართლებრივად აწარმოებს ნოდარ ხადურის უწყება, ფაქტობრივად, ყველაფერს ხელმძღვანელობს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რომ გუშინ საღამოს, ნატოს ელჩების თბილისიდან გამგზავრების შემდეგ პრემიერ ივანიშვილთან თათბირის შედეგად გადაწყდა თბილისის მერიის თანამშრომლების განმეორებით დაკავება.