ახალი ამბები

ხადურის მტკიცებით, მერიის თანამშრომლები კანონის დაცვით დააკავეს

28 ივნისი, 2013 •
ხადურის მტკიცებით, მერიის თანამშრომლები კანონის დაცვით დააკავეს

“ზოგადად წესი ასეთია. ჯერ უნდა დაკითხო და შემდეგ დააკავო. კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ეს პროცედურები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს მთავარობა, ამ შემთხვევაში ფინანასთა სამინსიტრო და მისი საგამოძიებო სამსახური, ისევე როგორც სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები, არ დაუშვებენ იმას, რომ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს გადაცდომა და არიან ეჭვმიტანილნი სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სახელმწიფო სახსრების უდიერად გამოყენებაში, მათ მიმართ თავისთავად ცხადია, რომ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ყვეკლა ღონისძიება”, – განაცხადა ხადურმა დღეს, 28 ივნისს ჟურნალისტებთან საუბარში.

 

იგი ასევე გამოეხმაურა აქციას, რომელიც ამ დროისთვის მთავარ პროკურატურასთან იმართება დაკავებული პირების სოლიდარობის მიზნით:

 

“რაც შეეხება აქციას, ამ ხალხს ვურჩევ, იმ ადამიანების სახლებთან ჩაატარონ აქცია, რომლებმაც ბიუჯეტის ფული მოიპარეს”, – განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი