ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში ბოიკოტს აცხადებს

28 ივნისი, 2013 •
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში ბოიკოტს აცხადებს

 

“საზოგადოებას მოეხსნება, რომ გუშინდელი დღიდან ფინანსური პოლიციის და მთავრობის მხრიდან მიმდინარეობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ უპრეცედენტო შეტევა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ  გუშინ დილიდან საკრებულოს წევრების, თბილისის პარტიული ხელმძღვანელების და სხვა პარტიის წევრი თანამდებობის პირების მიმართ ხორციელდება უკანონო დაკავებები, გატაცებები, რაც, ბუნებრივია, არღვევს კონსტიტუციას და საპროცესო კანონმდებლობას. შემდეგ ის ადამიანები გამოშვებულ იქნენ, თუმცა იმავე ღამეს ასევე საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით ისინი ისევ დააკავეს. ეს პოლიტიკური შეტევა განაპირობებს ჩვენი პარტიის მიმართ უპროცედენტო თავდასხმას. ასეთ პირობებში საპარლამენტო ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლებელია ჩვეულებრივი რუტინული საპარლამენტო საქმიანობის წარმართვა. ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას ისეთი კანონმდებლობების განხილვაში როგორიც არის, მგალითად, ტელესერიალების გაუქმება და ასე შემდეგ, მაშინ, როცა მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის, როგორც მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, განადგურების პროცესი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავდივართ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. საპარლამენტო ფრაქცია ტოვებს პარლამენტის სხდომას. მთელი შემადგენლობით მიდის თბილისში, რათა თბილისში გავაგრძელიოთ სიმართლისთვის და კანონიერებისთვის ბრძოლა. მომავალი გეგმების თაობაზე პარტია უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მან

მასალების გადაბეჭდვის წესი