ახალი ამბები

საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

8 ნოემბერი, 2017 • 2441
საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში მოგზაურობა ოქტომბრიდან უვიზოდ შეუძლიათ, ამის შესახებ ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუცხადა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 14 ოქტომბერს შევიდა ძალაში.  

“საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 14 ოქტომბერს ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებს ყოველ  180 დღეში შეეძლებათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა, ოღონდ იმ პირობით, რომ თითო ვიზიტი 30 დღეს არ აღემატება.ამ ეტაპისთვის სხვა რაიმე დეტალები უცნობია.” – განმარტავს საგარეო საქმეთა სამინისტრო

2017 წლის 14 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქეებს ბოსნია და ჰერცეგოვინას ვიზის აღება თურქეთის საკონსულოში შეეძლოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი