ახალი ამბები

რასმუსენი: დიახ,საქართველო კიდევ უფრო ახლოს არის ნატოსთან, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი

26 ივნისი, 2013 •
რასმუსენი: დიახ,საქართველო კიდევ უფრო ახლოს არის ნატოსთან, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი

 

“მე პირდაპირ და გულწრფელად მოგახსენებთ, როცა მე ვუყურებ საქართველოში მოვლენების განვითარებას მას შემდეგ, რაც მე აქ პირველად ჩამოვედი რამდენიმე წლის წინ დანიის პრემიერ–მინისტრის რანგში,  რეალურად დიდ პროგრესს ვხედავ ამ პერიოდში. საქართველო მართლაც მიუახლოვდა ნატოს, რადგანაც საქართველომ განახორციელა კონკრეტული რეფორმები. ასევე, საქართველო აგრძელებს აუცილებელი რეფორმების განხორციელბას. აქედან გამომდინარე, დიახ,საქართველო კიდევ უფრო ახლოს არის ნატოსთან, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი”, –  განაცხადა რასმუსენმა პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი