ახალი ამბები

პეტრიაშვილი: ივანიშვილის განცხადება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გავლენას ვერ მოახდენს

26 ივნისი, 2013 • • 897
პეტრიაშვილი: ივანიშვილის განცხადება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გავლენას ვერ მოახდენს

როგორც პეტრიაშვილმა დღეს, 26 ივნისს “ნეტგაზეთს” განუცხადა, საქრთველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცველელია, “რაც 2012 წლის 1 ოქტომბერმა და მას შემდეგ განვლილმა პერიოდმა კარგად დაგვანახა”. მისი თქმით, ამ საკითხზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

 

“არავითარ ნეგატივს არ მოახდენს. პრემიერმა განმარტა, რომ სანამ ქვეყანაში სტაბილურობა არ იქნება, ის წასვლას არ აპირებს. ჯერ ეს ერთი, ის არ მიდის არც ქვეყნიდან და არც საჯარო სფეროდან, ის მიდის, თუ გადავა, სამოქალაქო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად. ეს ყველაფერი ერთობლიობაში არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე მოხდეს მისი წასვლა პოლიტიკიდან. მე დიდი სურვული მაქვს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ვიდრე ქვეყანაში არ შედგება გრძელვადიანი სტაბილურობა, მანამდე ბატონი ივანიშვილი ხელმძღვანელობდეს [მინისტრთა] კაბინეტს. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიციაა”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. 

 

ალექსი პეტრიაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში ასევე კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გუშინ, 25 ივნისს “იმედისთვის” მიცემულ განცხადებაში, სადაც რასმუსენმა განაცხადა, რომ ISAF–ის მისიაში მონაწილეობა ნატოში გაწევრიანების ბილეთი არ არის. პეტრიაშვილი აცხადებს, რომ იგი რასმუსენის მოსაზრებას იზიარებს:

 

“ვიზიარებ. ეს არავისთვის სიახლე არ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი. ქვეყანა უნდა განვითარდეს დემოკრატიულად, უნდა გაგრძელდეს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმირება, რაც მიმდინარეობს. ასევე თავდაცვის სისტემის და შეიარაღებული ძალების რეფორმირება უნდა ისეთი წარმატებით განხორციელდეს, რომ შესაძლებელი იყოს იმის თქმა, შეირაღებული ძალები სრულს თავსებადობაში არიან ნატოს სტანდარტებთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი