ახალი ამბები

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო თბილისშია

26 ივნისი, 2013 • • 926
ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო თბილისშია

მათი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 14:15 წუთზე დაეშვა. ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს აეროპორტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და ნატოში საქართველოს ელჩი გეგა მგალობლიშვილი დახვდნენ.

 

ორდღიანი ვიზიტის პირველ შეხვედრას რასმუსენი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშილთან გამართავს, რის შემდეგაც 15:40 საათზე სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” მათი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. დღესვე ჩატარდება ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება და 17:30 სააამდე გასტანს. 19:00 საათზე რუსთაველის თეატრში დაგეგმილია კულტურული ღონისძიება, რომელსაც ნატოს წარმომადგნლები დაესწრებიან.

 

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ვიზიტის პროგრამაშია შეხვედრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან და სხვა ქართველ მაღალჩინოსნებთან. დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდება. გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, რომელშიც მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში გაცილების ცერემონიასაც დაესწრებიან. ანდერს ფოგ რასმუსენი ვიზიტის ფარგლებში გამართავს ორმხრივ შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან და ექნება საჯარო გამოსვლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

 

ნატოს დელეგაციაში რასმუსენთან ერთად შედიან ჯეიმს აპატურაი და ალიანსის წევრი 28 ქვეყნის ელჩები. 

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა:

“იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ: 28 ქვეყნის ელჩი, ნატოს ხელმძღვანელობა, გენერალური მდივანი, სამხედრო ხელმძღვანელობა ჩამოდის, ადგილზე სწავლობს ვითარებას, შემედგ ეს ანგარიშები მზადდება სხვადასხვა დედაქალაქში, მუშავდება რეკომენდაციები, თუ როგორი მზაობაა ქვეყანაში ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, ზოგადად, როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესები. მოკლედ, ამის შეფასებებს აკეთებენ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი