მან განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს, კვლავ ძალაშია და რუსეთი ნატოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვერ ჩაერევა.
“ვერც რუსეთი და ვერც სხვა მესამე ქვეყანა ვერ ჩაერევა ნატოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ნატო და ნატოს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი კარი ღია რჩება. ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, თუ მათ აქვთ ამის სურვილი და აკმაყოფილებენ საჭირო კრიტერიუმებს. ასე რომ, რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, ვინ გახდება ალიანსის წევრი. ძალიან გვაღელვებს მავთულხლართების გაბმის საკითხი. ეს ეწინააღმდეგება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და სრულიად მიუღებელია ჩვენთვის. მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაჟინებით მოვითხოვთ რუსეთისგან, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები”, – განაცხადა რასმუსენმა, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ხვალ, 26 ივნისს ეწვევა.