მინიონის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც ამ ქვეყნებში უნდა ჩატარდეს, დემოკრატიული ინსტიტუციების ლაკმუსის ტესტი იქნება.
“ჩემი წინა ვიზიტის დროს ბაქოსა და თბილისში მე მოვუწოდე ხელისუფლებებს და ყველა პოლიტიკურ ძალებს, რომ უზრუნველყონ არჩევნების პლურალისტურ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პირობებში ჩატარება. დღეს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მე ვფიქრობ, რომ ევროსაბჭომ და ევროკავშირმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა ამ ორ ქვეყანასთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისთვის, განსაკუთრებით ერთობლივი პროგრამების მეშვეობით, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ არჩევნებისათვის კარგ პირობებში მოემზადონ”, – განაცხადა მინიონმა.