როგორც დღეს, 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განუცხადა, ჟენევაში საქართველოს დელეგაცია კვლავ დააყენებს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე პასუხისმგებლობის აღების საკითხს, ასევე, ხაზს გაუსვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას და გააპროტესტებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გამყოფი ზოლების გასწვრივ მავთულხლართების მონტაჟის პროცესს.
ჟენევაში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.
