ახალი ამბები

უსუფაშვილი:კემბრიჯში საუბრები იყო იმ გამოწვევებზე, რაც არის ქვეყანაში და რეგიონში

22 ივნისი, 2013 • • 1052
უსუფაშვილი:კემბრიჯში საუბრები იყო იმ გამოწვევებზე, რაც არის ქვეყანაში და რეგიონში

კემბრიჯის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ბრიტანეთის არასამთავრობო სექტრორის წარმომადგენლები, ყოფილი და მოქმედი დიპლომატები ესწრებოდნენ. 

 

დავით უსუფაშვილის შეხვედრა კემბრიჯში
დავით უსუფაშვილის შეხვედრა კემბრიჯში

“საინტერესო შეხვედრა გვქონდა მრავალფეროვან საზოგადოებასთან. კემბრიჯის უნივერსიტეტში თავი მოიყარეს საქართველოთი დაინტერესებულმა მკვლევარებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ყოფილმა დიპლომატებმა. აქ იყვნენ საქართველოს ყოფილი ელჩები. მათ შორის ქალბატონი ჯუდი თი, რომელიც სულ ცოტახანში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიკავებს აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების დირქტორის პოსტს” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

მისი თქმით, მან კემბრიჯში შეხვედრისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონკრეტულ თემებზე ისაუბრა:”საუბრები იყო ძალიან კონკრეტული, იმ გამოწვევებზე, რომელიც არის ქვეყანაში და რეგიონში. მე მათ მოვახსენე ღიად და პირდაპირ ყველა იმ თემაზე, რომელიც მათ აინტერესებდათ. კონკრეტულად, თუ რა არის საქართველოს ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკა. როგორ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები. იყო ძალიან ნაყოფიერი სასარგებლო შეხვედრა. ერთი საყურადღებო დეტალი არის ის, რომ ძალიან ბევრმა დამსწრემ გამოთქვა იმის სურვილი, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ჩატარდეს ხშირად. საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მეტად იყვნენ ჩართული საერთაშორისო დონეზე, ჩვენი პოლიტიკის, ჩვენი პრიორიტეტბის თაობაზე საუბრებში, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაძლირებთ.”  

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში, ის ფინანასური უწყების მენეჯერს და ასევე იმ თანამდებობის პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მიმართულებით მუშაობენ:”საყურადღებოა რომ შეხვედრა ნახევარი საათით მეტ  ხანს გაგრძელდა, ვიდრე იყო დაგემილი. ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და ფინანსური სისტემის მდგრადობისა და ინვესტიციების გაზრდის კუთხით. საკმაოდ საყურადღებო რჩევები და რეკომენდაციები მივიღეთ მათგან, რომელიც საყურადღებოა და აუცილებლად სჭირდება გათვალისწინება.  საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩვენ გვექნება მსჯელობა სათანადო უწყებებთან მთავრობაში, ეროვნულ ბანკში, პარლამენტში” – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი