ახალი ამბები

იუსტიციის საბჭო ახალი შემადგენლობით შეიკრიბა

22 ივნისი, 2013 • • 1485
იუსტიციის საბჭო ახალი შემადგენლობით შეიკრიბა

სხდომა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.

 

საბჭოს ახალი შემადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოების რამდენიმე მოსამართლისთვის დაწყებული საქმეების განხილვის დასრულებამდე უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს.

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

 

საქართველოს საერთო სასამართლოების მისამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე 205 ხმით აირჩია. ასევე, კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი მოსამართლე წევრი: ზაზა მეიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, თამარ ალანია, იოანა თოდუა და პაატა სილაგაძე აირჩია.

 

პარლამენტის განსაზღვრული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქვოტას რაც შეეხება, მან მხოლოდ ოთხინ წევრი აირჩია. ხმათა უმრავლესობით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეულნი არიან ეკა გოცირიძე, ვახტანგ თოდრია, გოჩა მამულაშვილი და კახაბერ სოფრომაძე.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება და მათ არჩევას ისევ ხმათა ორი მესამედი დასჭირდება.     

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი