ახალი ამბები

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ბაგა-ბაღების საქმეზე დაიკითხა

20 ივნისი, 2013 • • 1327
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ბაგა-ბაღების საქმეზე დაიკითხა

ლაშა მაქაცარია ქუთაისში ბაგა–ბაღების საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა, კერძოდ, 2010 წლის ნოემბერში რამდენიმე ათეული ბაგა–ბაღის ხელმძღვანელის და ბუღალტრის დათხოვნა მოხდა, ასევე, დაკავებული იქნა რამდენიმე ხელმძღვანელი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ ადამიანებმა პროკურატურას მიმართეს.


აღნიშნულ საქმეზე უკვე დაიკითხა ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების დირექტორი მაია პაქსაძე, ასევე, ყველა ის თანამშრომელი, რომლებმაც საჩივარი შეიტანეს პროკურატურაში. ლაშა მაქაცარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი დაკითხვაზე დაბარება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა:

 

“მარტივად შემიძლია დავახასიათო დღევანდელი დაკითხვა: პროკურორებს ჰქონდათ მხოლოდ კეთილი განწყობა, იყო საქმიანი საუბარი. ჩემი დაკითხვა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩემს დაკითხვას სხვა აზრი არ ჰქონდა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მოვიდა დრო, როდესაც პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძვლით ადამიანებს კორუფციის დამარცხების ნიშნით კითხავენ”.


მაქაცარია ამბობს, რომ მან აბსოლუტურად ყველა კითხვას უპასუხა. მისივე განმარტებით, საუბარი იყო კონკრეტულ პირებზე:


“იყო რაღაც საკითხები, რომლებიც მე მივიჩნიე, რომ გამოძიებისთვის იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩემ მიერ მიცემულ ჩვენებაში კონკრეტულად მივუთითე, თუ რა კუთხით და ვერსიით უნდა იმუშაოს გამოძიებამ. 2010 წლის გამოძება, ჩემი აზრით, ბოლომდე მიყვანილი და დასრულებული არ არის, ამიტომ 2010 წლის გამოძიებას ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა სჭირდება. მე მათ მივეცი საჭირო ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მე მტკიცებით ფორმაში არ მისაუბრია, თუ რომელი პირების მიმართ უნდა დაიწყოს ან გაგრძელდეს გამოძიება და რომელმა პირებმა უნდა აგონ პირველ რიგში პასუხი და არა იმ ხალხმა, ვინც ისეთ სისტემას ქმნიდა, რომ არ ყოფილიყო კორუფცია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კორუფცია დამარცხებულიყო ამ რეგიონში, ეს არ იყო მხოლოდ ბაგა–ბაღების თემა, ეს იყო ძალიან ბევრი მიმართულებით”.


ლაშა მაქაცარიას მტკიცებით, ამ საქმეში ერთ–ერთი მონაწილე იყო იმერეთის ასევე ყოფილი გუბერნატორი გოჩა თევდორაძე, რომელიც ამჟამად საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ქუთაისის ოფისის თავმჯდომარეა:


“ამ კორუფციულ მიმართულებას ჰყავდა სახელი და გვარები, მე გამოვხატე ჩემი ეჭვები გოჩა თევდორაძის მიმართ, რომელიც დღეს არის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი და რომლის მეშვეობითაც მოხდა ქუთაისის მერის არჩევა კანონის სრული დარღვევით და, შესაბამისად, მის მიერ კონტროლდება დღევანდელი საკრებულო. სამარცხვინო მოვლენებთან გვაქვს საქმე”.

 

გოჩა თევდორაძე, რომელიც მაქაცარიას ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ცრუ ჩვენების მიცემა კანონით ისჯება, ხოლო თუ მაქაცარიამ ეს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის თვალსაზრისით გააკეთა, მაშინ მას ალბათ პასუხისგებაც მოუწევს.


გარდა ამისა, ყოფილი პარლამენტარი გოჩა თევდორაძე, რომლის თანაპარტიელები ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობას ფლობენ, აცხადებს, რომ ქუთაისის მერის არჩევნები კანონდარღვევების ფონზე არ ჩატარებულა:



“მაქაცაირიასნირი ხელმოცარული პოლიტიკოსების გამოა ნაციონალური მოძრაობა დღეს ასე”.


ლაშა მაქაცარია კი აცხადებს, რომ გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ აღნიშნული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს:


“თუ თევდორაძე უდანაშაულოა, ეს ყველამ უნდა გაიგოს, მაგრამ უნდა დაისაჯოს ყველა პირი, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ კორუფციულ საქმეში. მთელმა ქუთაისმა იცის, რა სახის კორუფციას ჰქონდა ადგილი ამ და სხვა ძალიან ბევრი მიმართლებით”.

ლაშა მაქაცარია
ლაშა მაქაცარია

მასალების გადაბეჭდვის წესი