ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მე მაქვს საიდუმლო სამარხების ადგილსამყოფელის სია

19 ივნისი, 2013 • • 947
ღარიბაშვილი: მე მაქვს საიდუმლო სამარხების ადგილსამყოფელის სია

ღარიბაშვილმა “კურიერის” ეთერში ამორალური უწოდა იმ ადამაინების საქციელს, ვინც, მისი თქმით, არსებული სახელმწიფო საიდუმლო სამარხების შესახებ ინფორმაცია გაამჟღავნა.

 

“ზოგადად ამ ინფორმაციის გასჯაროება იყო ძალიან ამორალური საქციელი და სწორედ ეს იყო საიდუმლოების გამჟღავნება, რაც მათ გააკეთეს. მათ თქვეს, რომ არსებობს საიდუმლო სამარხები. ეს ინფორმაცია არის სახელმწიფო საიდუმლოება და ჩვენ ამაზე ღიად არასოდეს გვისაუბრია, სწორედ მათ დაიწყეს საუბარი და ვინაიდან მათ დაიწყეს, მე ვალდებული ვარ განვმარტო: მე მაქვს, მქონდა საიდუმლო სამარხების ადგილსამყოფელის სია და გიდასტურებთ, რომ ეს საიდუმლო სამარხებს არ განეკუთვნება”, – განაცხადა მან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ აღმოაჩინა სამალავი, სადაც განთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებები და წინა ხელისუფლების ოპონენტების მაკომპრომატირებელი მასალები. აღნიშნულ საქმეზე უკვე დააკავეს 9 პირი, მათ შორის არიან თავდაცვის და შს სამინიტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები.

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი