ახალი ამბები

დონალდ ტუსკი კატალონიაზე: ევროკავშირისთვის ეს არაფერს ცვლის

27 ოქტომბერი, 2017 •
დონალდ ტუსკი კატალონიაზე: ევროკავშირისთვის ეს არაფერს ცვლის

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირისთვის ეს არაფერს ცვლის. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი მხოლოდ ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს.

კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობას მხარი დღეს დაუჭირა. კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს ესპანეთის ხელისუფლება არაკონსტიტუციურს უწოდებს და არ აღიარებს.

პირველ ოქტომბერს კატალონიაში  ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი