ახალი ამბები

კატალონიის რეფერენდუმი – ამომრჩეველთა 90% დამოუკიდებლობას უჭერს მხარს

2 ოქტომბერი, 2017 • 3139
კატალონიის რეფერენდუმი – ამომრჩეველთა 90% დამოუკიდებლობას უჭერს მხარს

კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, მონაწილეთა 90%-მა ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. კატალონიის ხელისუფლების ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ კატალონიამ “მოიგერია სახელმწიფოს დამოუკიდებლობის უფლება”, თუმცა ამას, ოფიციალური ბარსელონა არ ეთანხმება.
ესპანეთის კონსტიტუციურმა სასამართლომ რეფერენდუმი არაკანონიერად  აღიარა. პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რაჰოიმ კი რეფერენდუმს “დემოკრატიის დაცინვა” უწოდა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 42,3%-მა მიიღო, რაც კატალონიის ხელისუფლების ცნობით, 5.3 მილიონი დარეგისტრირებული ამომრჩევლიდან 2.2 მილიონი ადამიანია. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, 750 000-მა ამომრჩეველმა ვერ შეძლო თავისი პოზიციის დაფიქსირება, რადგან 2300 საარჩევნო უბნიდან 319 ესპანეთის ხელისუფლების ჩარევით დაიხურა, ასევე დაფიქსირდა ურნების კონფისკაციის არაერთი ფაქტი. თუმცა, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დახურული უბნების ოდენობა 92 იყო.

რეფერენდუმი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიდიოდა. მთელი პროვინციის მასშტაბით დაშავდა 800-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის – 12 პოლიციელი. პოლიციასთან შეჯახების შედეგად სამი ადამიანია დაკავებული.

კარლეს პუჩდემონის განცხადებით, დღევანდელი რეფერენდუმის პასუხები მალე კატალონიის პარლამენტს გადაეცემა, რის შემდეგაც მას შეეძლება რეფერენდუმის შესახებ კანონის მიხედვით მოქმედება.  კატალონიის პარლამენტის სპიკერმა, კარმე ფორკადელმა პარლამენტის სხდომა ორშაბათს, ესპანეთის დროით 14 საათზე დანიშნა.

ბარსელონის ცენტრში ,კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი